logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
აშშ-ის სენატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია წარადგინეს
აშშ-ის სენატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია წარადგინეს
11:56 31.03.2017
სენატორმა როჯერ უიკერმა (რესპუბლიკური პარტია) და სენატორმა ბენ კარდინმა (დემოკრატიული პარტია) აშშ-ის სენატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია (S. Res. 106) წარადგინეს.

რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოში სამხედრო შეჭრას და მისი ტერიტორიების ოკუპაციას, ასევე რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთი ოსეთი) საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე არალეგალურ ქმედებებს.

სენატში რეზოლუციის წარდგენისას, სენატორმა უიკერმა (ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისია) თავმჯდომარემ) აღნიშნა, რომ „რუსეთის ფედერაცია უკვე დიდი ხანია ცდილობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას. დროა აშშ-მა კიდევ ერთხელ, მკაფიოდ აჩვენოს, რომ ჩვენ (აშშ) არ ვცნობთ რუსეთის მიერ მისი მეზობლების ტერიტორიების მიტაცებას. რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 2008 წელს ხელმოწერილი შეთანხმება, საქართველოდან გაიყვანოს მისი ჯარები და საერთაშორისო მონიტორებსა და ჰუმანიტარული დახმარების პერსონალს მისცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შესაძლებლობა.“

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარის, სენატორი კარდინის განცხადებით, „რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა რუსეთის მიერ ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპების უხეშ დარღვევას და პუტინის რეჟიმის მიერ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ნორმებისა და დემოკრატიული ფასეულობების ხელყოფის ნიმუშს წარმოადგენს, რომელსაც აშშ და ჩვენი (აშშ-ის) მოკავშირეები მტკიცედ უნდა აღუდგნენ წინ. საქართველო აშშ-ის ძლიერი პარტნიორია და ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობაში უფრო ღრმა ინტეგრაციის მიმართულებით განაგრძობს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. მაგალითად, ახლახანს საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.“

სენატის რეზოლუცია აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოსადმი და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი მრავალი წლის განმავლობაში გაწეული თანადგომის უმნიშვნელოვანესი გამოხატულებაა. იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, ზოგადად, საქართველოსადმი, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტისა დატერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში არსებულ მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას.

სენატში წარდგენილი რეზოლუციის შემდგომი ეტაპი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მისი განხილვაა, რის შემდეგაც რეზოლუციის პროექტს სენატის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა