logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე ბიზნესასოციაცების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე ბიზნესასოციაცების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
21:51 30.03.2017
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ვიწრო წრეში, რათა განვიხილოთ ის აქტუალური თემები, რომელიც აწუხებს საქართველოს ბიზნესსაზოგადოებას. გვინდა, რომ დღევანდელი შეხვედრა იყოს მაქსიმალურად ღია, ეფექტური და შედეგიანი“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესასოციაცებთან გამართული შეხვედრის დაწყებისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდა. ბიზნესასოციაცების ხელმძღვანელების პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართა.
„იმ პროცესს, რაც საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს, ვგულისხმობ საკონსტიტუციო ცვლილებებს, პოზიტიურ ინიციატივებს, პოზიტიურ ძვრებს კავშირი აქვს საინვესტიციო გარემოსთან, ჩვენი ბიზნესის ყოველდღიურ ცხოვრებასთან. ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, განგვეხილა ბიზნესის წრეში ეს საკითხები, რაზეც ის დაგვთანხმდა. ჩვენი ძირითადი მიზანი უნდა გამომდინარეობდეს ეკონომიკის სწრაფი ზრდიდან, რადგან ეს არის ძირითადი ამოცანა, სამუშაო ადგილების შექმნა არის ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი და ყველას კარგად გვესმის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ზოგადად, ინვესტიციები ეკონომიკის ზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტიაა“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ღონისძიების ორგანიზებისთვის ეკონომიკის მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო კომისია მზად არის, თითოეული ის რეგულაცია, რომელიც შესაძლოა ამ კომისიის მუშაობის ფარგლებში გადაიხედოს, ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად განიხილოს.

”ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ვქმნით დემოკრატიული მმართველობის ახალ სისტემას. ჩვენ ვმუშაობთ ისეთ საკონსტიტუციო მოდელზე, რომელიც გამორიცხავს საქართველოში ნებისმიერი სახის ავტოკრატიის ჩამოყალიბებას. კონსტიტუცია უნდა ემსახურებოდეს ორ ძირითად მიზანს, ეს არის პირველი: პლურალიზმი, დემოკრატიის უზრუნველყოფა და მეორე - სტაბილური მმართველობის სისტემის შექმნა. ჩვენი მიზანია საუკეთესო ბალანსი შევქმნათ ამ ორი ძირითადი მიზნით“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა