“თავისუფალი საქართველოს“ ერთ ერთი ლიდერი ალექსანდრე შალამბერიძე აცხადებს, რომ კონტროლის პალატის მიერ გავრცელებული განცხადება,
რომელშიც საუბარია გაერთიანებათა სასარგებლოდ განხორციელებულ შემოწირულობის შესახებ სავსებით ნორმალური და ლეგიტიმურია, მისივე თქმით მისი შემოსავლები საჯაროა და მონიტორინგის ჯგუფს კითხვების დასმის ლეგიტიმური უფლება აქვს.
„მე ვფიქრობ ყოველივე ეს ნორმალურია, სხვა დანაშაულებებს ჩადიან, როცა არაკანონიერ საქმეებს აკეთებენ. თანხა გადარიცხულია, ამიტომ ასეთი მოთხოვნა სავსებით კანონიერად მიმაჩნია“ - განაცხადა შალამბერიძემ.
მისივე თქმით, მან გაერთიანებათა სასარგებლოდ 8050 ლარი გადარიცხა, რაც კონტროლის პალატის მერ გავრცელებული განცხადების დანართშია ნაჩვენები.
შეგახსენებთ, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გაერთიანებათა შორის განხორციელებული შემოწირულობების შესახებ განცხადება რამდენიმე საათის წინ გაავრცელა.

















