სლოვაკეთის რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან ლიბერალური სავიზო რეჟიმის ამოქმედებას
სპეციალური განცხადებით ულოცავს:
„28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები დაიწყებენ მოგზაურობას შენგენის ზონაში მოკლევადიანი (90 დღე) ვიზიტებით უვიზოდ. ეს არის დიადი მიღწევა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში ახალი თავის დასაწყისი. ეს მაჩვენებელია იმისა, რომ საქართველოს ძალისხმევამ, რეფორმებმა და პოლიტიკამ შედეგი გამოიღო. შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა გაამარტივებს ადამიანებს შორის კონტაქტს და საფუძველს ჩაუყრის ბიზნეს კონტაქტების გაძლიერებას და შექმნის სოციალურ და კულტურულ კავშირებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის. ეს მიღწევა შესანიშნავი მაგალითია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნებისთვის, რომელიც ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ მყარ პოლიტიკურ მისწრაფებას და რეფორმების ეფექტურ იმპლემენტაციას ხელშესახები შედეგები მოაქვს“-ნათქვამია გაცხადებაში.

















