logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ეკა გიგაურის თქმით ფარმაცევტულმა კომპანიებმა მათთან თანამშრომლობის სურვილი თავად არ გამოთქვეს
ეკა გიგაურის თქმით ფარმაცევტულმა კომპანიებმა მათთან თანამშრომლობის სურვილი თავად არ გამოთქვეს
16:25 23.06.2012
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს,  რომ ფარმაცევტულმა კომპანიებმა, რომლებზეც მისი ორგანიზაციის კვლევაში იყო საუბარი, მათთან თანამშრომლობის სურვილი თავად არ გამოთქვეს. 
ამის შესახებ გიგაურმა „ნიუსპრესთან“ საუბარში განაცხადა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორმა „პე-ეს-პეს“, „ავერსისა“ და „ჯი პი სის“ ხელმძღვანელების მხრიდან კვლევის მიმართ გამოთქმულ შენიშვნებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ინფორმაციის გადასამოწმებლად ორგანიზაციამ აღნიშნულ კომპანიებს რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მათ თანამშრომლობის სურვილი არ გამოთქვეს.
„ჩვენ ამ კვლევას 7-8 თვის განმავლობაში ვაწარმოებდით და აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლები არ გამოგვეხმაურნენ. ამდენად, საუბარი, თითქოს მათ თანამშრომლობა სურდათ და ჩვენ ამის საშუალება არ მივეცით, მეტისმეტია, რადგან მათ ჰქონდათ შესაძლებლობა ჩვენთვის ინფორმაცია მოეწოდებინათ, თუმცა ეს არ გააკეთეს“-განაცხადა გიგაურმა და აღნიშნა, რომ უახლოეს ხანებში ორგანიზაცია საგანგებო განცხადებას გააკეთებს და იმ წერილებს წარმოადგენს, რომლითაც ის ფარმაცევტულ კომპანიებს ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს.
გიგაური ასევე აცხადებს, რომ კვლევის შედეგების პრეზენტაციამდე ორგანიზაციას „ავერსის“ წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და მასში მოყვანილი გარკვეული მონაცემების შეცვლა სთხოვეს.
„ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით მათ წერილობითი ინფორმაცია მოგვაწოდეს და ყველა წონიანი არგუმენტი კვლევაში ავსახეთ“-აღნიშნა მან.
რაც შეეხება მონაცემების სიზუსტეს, გიგაური აცხადებს, რომ კვლევას საფუძვლად მსოფლიო ბანკის, ორგანიზაცია „კურაციოს“ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემები დაედო. გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ კვლევის პროცესში ინტერვიუს მეთოდით მრავალი ექიმი და ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ადამიანი გამოკითხა.
ფარმაცევტული ბაზრის კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 22 ივნისს გამართა. ანგარიშში კომპანია „პე-ეს-პეს“, „ავერსის“ და „ჯი პი სის“ მიერ საქართველოს ფარმაცევტული ბაზარის მონოპოლიზებაზე, მედიკამენტებზე მოგების მაღალ მარჟასა და სხვა პრობლემურ საკითხზეა საუბარი.
კვლევას დღეს აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ მასში მოყვანილი მონაცემები სინამდვილეს არ შეესაბამება და ორგანიზაციას ინფორმაცია მათთან უნდა გადაემოწმებინა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა