logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მსოფლიოს ლიდერები საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ულოცავენ
მსოფლიოს ლიდერები საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ულოცავენ
18:31 28.03.2017
საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას საქართველოს მოქალაქეებს სოციალურ ქსელებში მსოფლიოს ლიდერები ულოცავენ.

ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება ვიდეო მიმართვით მიულოცა. „ძვირფასო მეგობრებო, დღეს განსაკუთრებული დღეა. ქართველები იწყებენ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობას. ამიერიდან, ჩვენი სახელმწიფოები კიდევ უფრო დაახლოვდებიან. ყოველივე ეს ქართველი ხალხის ძალისხმევის შედეგია. თქვენი ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ, რეგიონისთვის სამაგალითოა. ლიტვა თქვენი ერთგული მეგობარია და ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს. ჩვენ ვამაყობთ თქვენი წარმატებით“, - აღნიშნულია მიმართვაში.

დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს ასევე მიულოცა Twitter-ის ოფიციალური გვერდიდან: „ევროპისაკენ ქართველი ხალხისთვის გზა ხსნილია! საქართველო, კეთილი მგზავრობა! გილოცავთ!”.

ქართველ ხალხს უვიზო რეჟიმის ამოქმედება სოციალური ქსელებით მიულოცა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა. მისიTwitter-ის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულია: „გილოცავ, საქართველო, ევროკავშირის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას! ვულოცავთ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიღებას!“

ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს მოსახლეობას ასევე ულოცავს ვიდეო მიმართვით: „ძვირფასო ქართველო მეგობრებო, გილოცავთ ევროკავშირში უვიზო რეჟიმის ამოქმედებას, ეს დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ ნადვილად დამსახურებულია. დღეიდან ჩვენ ვიხილავთ კიდევ უფრო მეტ საქართველოს ევროპაში და მეტ ევროპას საქართველოში. საქართველო არის ევროპა."

„საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან დღეიდან ამოქმედდა! მოხარული ვარ ეს დღე მივულოცო ქართველ ხალხს!“, - აღნიშნულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლუბომირ ზაორალეკის Twitter-ზე.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგო უალსტრომი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს - „გილოცავ, საქართველო, შენგენის ზონაში დღეს უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას. მეტ კონტაქტს მოაქვს ურთიერთობების გაღრმავება. გილოცავთ საქართველოს!“.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს და მის მოქალაქეებს ულოცავს სავიზო რეჟიმის გაუქმებას - „გულწრფელად ვულოცავ საქართველოს და მის ყველა მოქალაქეს უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას დღეს. დატკბით ევროპით!“.

საქართველოს უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას twitter-ზე ეხმაურება ევროპარლამენტარი და საქართველოს საკითხზე მომხსენებელი მარიაგაბრიელიც.

“ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც დღეიდან შეუძლიათ ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ მგზავრობა“ - წერს გაბრიელი.

სოციალურ ქსელებში ოფიციალური გვერდების მეშვეობით საქართველოს უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ულოცავენ ევროპის კომისია და ევროკავშირის საბჭო, ესტონეთის, ლატვიის, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები, უკრაინის უმაღლესი რადა, ლიტვის სეიმი და ევროპარლამენტარები.

28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა.

უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზო მიმოსვლას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, საქართველოსთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის საწყისი თარიღის აღსანიშნად, დღეს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ქართველ სტუდენტებთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ პირველი რეისით ევროპაში გაემგზავრა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა