კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ირაკლი ალასანიამ და დავით უსუფაშვილმა 22 ივნისს, სტამბულში „ცენტრალური აზია-კავკასიის“ ინსტიტუტისა და აბრეშუმის გზის შესწავლის პროგრამის
მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
კოალიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე შვედური მხარის ინიციატივით საქართველოში ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, საუბარი შეეხო საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობას, ასევე საგარეო პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებს.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციითვე, სტამბულში გამართულ შეხვედრაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

















