ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში დღეს რომის ხელშეკრულების 60 წლისთავისადმი და თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინტიტუტის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ევროკავშირი 60-ევროკავშირის წარსული, აწმყო და მომავალი“ გაიმართება.
ღონისძიება გაიხსნება გამოფენით "მტკიცე კავშირი, რომელმაც დროს გაუძლო", რომელიც ტექსტების, ფოტომასალებისა და დოკუმენტების მეშვეობით, ევროკავშირის ისტორიის ძირითად ეტაპებსა და უმნიშვნელოვანეს მიღწევებს ასახავს.
ღონისძიებას გახსნიან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მაოდგილე კარლო ნატალე, იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ბარტოლი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე.
ღონისძიებას დაესწრებიან სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე დიპკორპუსისა და მედიის წარმომადგენლები.

















