logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი სესიაშვილი: „ნაცმოძრაობა“ სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს
ირაკლი სესიაშვილი: „ნაცმოძრაობა“ სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს
16:24 23.03.2017
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, ირაკლი სესიაშვილი „ნაცმოძრაობის“ იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, თითქოსდა, საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში სამხედრო ტექნიკა შევიდა.
აღნიშნულ თემაზე სესიაშვილმა დღეს ბრიფნგი გამართა.
„როგორც იცით, გუშინ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამართა ბრიფინგი და სამწუხაროდ, აბსოლუტურად უაპელაციო განცხადებები გააკეთა, თითქოსდა საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთის მიმართულებით ხდებოდა სამხედრო ტექნიკის გადაადგილება. სამწუხაროდ, ჩვენ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა პოლიტიკურმა ძალებმა შეგვაჩვიეს უაპელაციოდ განცხადებების გაკეთება და რომლებიც, სამწუხაროდ, მიმართულია ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, იმდენად, რამდენადაც ძალიან კარგად გესმით, რომ ეს თემა არის ძალიან მგრძნობიარე და მისი მსმენელი არის არა მხოლოდ ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ ჩვენი მეზობლებიც, რომლებთანაც გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. თქვენ იცით, რომ თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება და მე მინდა ყველა იმ ადამიანმა, ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ კარგად დაიმახსოვროს, რომ მეორედ თავი შეიკავონ ასეთი ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებისგან“-განაცხადა სესიაშვილმა.
მისივე თქმით, წლებია უკვე, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან არ ყოფილა მოთხოვნა სამხედრო დანიშნულების ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით.
„ამიტომ, მე მათ ყველას მოვუწოდებ, რომ ასეთი განცხადებებისგან თავი შეიკავონ. ნებისმიერი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი პირველ რიგში ამ ინფორმაციას გადაამოწმებდა. თქვენ ძალიან კარგად გესმით, რომ ამ ინფორმაციის გადამოწმება რთული არ არის. მეც რომ დამკავშირებოდნენ, რა თქმა უნდა, უმარტივესად, მაქსიმუმ სამ წუთში გავცემდი ინფორმაციას, რომ ეს იყო სამოქალაქო ტვირთი, რომელიც განკუთვნილია სამაშველო სამსახურისთვის. ეს არის „გაზ 34 039“ ტიპის სამაშველო ტექნიკური საშუალება და არანაირად არ წარმოადგენს სამხედრო დანიშნულებას. შესაბამისად, აღარ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით თავდაცვის სამინისტროს ნებართვას. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ვწუხვარ რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს ტყუილების პოლიტიკას, რითაც შეცდომაში შეჰყავს ჩვენი მოსახლეობა, რითაც აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს და ქმნის აბსოლუტურად უსაფუძვლო აჟიოტაჟს, რომელი, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის არის მიმართული მთლიანად“- განაცხადა სესიაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა