საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლონდონში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო შეშფოთებას
გამოთქვამს.
ამის შესახებ განცხადება მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
„შეშფოთებული ვარ ლონდონის პარლამენტთან მომხდარი ტერაქტის გამო. საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი ყოველთვის ვიდგებით ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით ამ უკიდურესი სისასტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მჯერა, რომ თანამედროვე მსოფლიო შეძლებს გაუმკლავდეს ტერორიზმის წარმოუდგენელ აგრესიას. 21-ე საუკუნეში ვერ გაიმარჯვებს ადამიანისა და პროგრესის წინააღმდეგ მიმართული ბოროტება“-განაცხადა პრემიერმა.

















