logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე სპეციალური პროგრამა ამოქმედდება
უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე სპეციალური პროგრამა ამოქმედდება
13:26 23.03.2017
„შენგენის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე სპეციალური პროგრამა ამოქმედდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, იუსტიციის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მუშაობს საკითხზე, რომელიც სასაზღვრო სისტემაში სპეციალურ ცვლილებებს ითვალისწინებს.
„დღეს, როდესაც ადამიანი მიდის ვიზით ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, მისი შემოსვლის თარიღის დაფიქსირება კონტროლის მიზნით არ ხორციელდება. ჩვენ დავაყენებთ სპეციალურ პროგრამას სასაზღვრო-გამსვლელ პუნქტებზე და როდესაც ადამიანი გაემგზავრება ევროპის მიმართულებით, უვიზო მიმოსვლის პროცედურებით გათვალისწინებული სამი თვის გასვლის შემდეგ, ჩაირთვება პროგრამის სპეციალური მექანიზმი და მოხდება იუსტიციისა და შს სამინისტროების ინფორმირება, რომ ესა თუ ის პიროვნება განსაზღვრულ ვადაში არ დაბრუნდა ქვეყანაში. ჩვენ ცირკულარით გავაგზავნით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამ ინფორმაციას და ჩვენი მხრიდან პროაქტიურად დავიწყებთ ამ ადამიანის მოძიებას, იმისათვის რომ მოხდეს რეადმისიის პროცედურის დაწყება. რა თქმა უნდა, ამ ხარჯებს სახელმწიფო დააფინანსებს, ხოლო შემდგომში თავად დამრღვევ პიროვნებას დაეკისრება ეს ხარჯი,“ - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ვიზალიბერალიზაციის გზაზე მიღწეული წარმატება, რასაც გაფრთხილება სჭირდება. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების ძალისხმევა მიმართულია იქეთკენ, რათა საქართველომ მიიღოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი.
„მინდა, ჩვენმა ყველა მოქალაქემ იცოდეს, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიღწევა, ასევე მნიშვნელოვანია, ვიყოთ პასუხისმგებლიანი პარტნიორი ევროკავშირის ქვეყნებთან. კიდევ ერთხელ განვმარტავ: 90 დღის გასვლის შემდეგ აინთება წითელი სიგნალი ჩვენს სასაზღვრო სისტემაში და დავიწყებთ ინფორმაციის გაგზავნას ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში დამრღვევი პირების შესახებ. თვითონ ამ ქვეყნების შიდა პროცედურებით დაიწყება პიროვნებების მოძიება და მათი რეადმისიის პროცედურა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვიმუშავებთ ევროკავშირის ქვეყნებთან, რათა საქართველომ მიიღოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, რათა თავშესაფრის მოთხოვნა ძალიან ბანალური მიზეზებით იყოს ნაკლებად შესაძლებელი. იმ სამ თვეში, რა პერიოდიც გვაქვს, უვიზო მიმოსვლის ამოქმედების პირველი დღიდან, ჩვენ ამ პროცედურების შიდა სისტემურ მომზადებას დავასრულებთ და მინდა, რომ ყველა მოქალაქემ, რომელიც ევროკავშირის მიმართულებით უვიზოდ გაემგზავრება, წინასწარ იცოდეს ეს,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა