საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს 2017 წლის 22 მარტს ლონდონში მომხდარი
ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, დაშავებულთ კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“-ნათქვამია უწყების განცხადებაში.

















