საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრა გამართა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის
მოადგილესთან იბრაჰიმ რაჰიმფურთან.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირანის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და მიმდინარე წლის განმავლობაში თანამშრომლობის განვითარების გეგმები. ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციას სავაჭრო-ეკონომიკურ, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონულ სატრანსპორტო და ენერგეტიკულპროექტებს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას.

















