logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საყვარელიძე - ანტენების აღება ირანისთვისაა დამახასიათებელი, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ კი ადრე არ გაამართლა
საყვარელიძე - ანტენების აღება ირანისთვისაა დამახასიათებელი, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ კი ადრე არ გაამართლა
18:25 22.06.2012
ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, საქართველო ირანს უახლოვდება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, სატელიტური ანტენების დაყადაღება, გამკაცრებული პოლიტიკა და სხვა მსგავსი ქმედებები იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნოდ გარემო საკმაოდ დამძიმდება.
„სატელიტური თეფშების აღება ირანისთვის დამახასიათებელი თავისებურებაა, ოღონდ განსხვავება ის არის, რომ ირანის პრეზიდენტი ამბობს მესამე ვადით საპრეზიდენტო არჩევნებზე აღარ გავალო. ჩვენთან ჯერჯერობით ამ ტიპის დემოკრატია არ არის“- განუცხადა „ნიუსპრესს“ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგმა საუბრისას შს მინისტრის მოადგილის ეკა ზღულაძის დღევანდელ განცხადებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ ადრე არ გაამართლა.
„ვერ გეტყვით, დროის რა მონაკვეთში, მაგრამ ამის შედეგი ის იქნება, რაც სხვა ნულოვან ტოლერანტობას ჰქონდა. კრიმინალების მიმართ პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულმა ნულოვანმა ტოლერანტობამ შედეგად ის გამოიღო, რომ ერთ-ერთი ჭარბპატიმრიანი ქვეყანა ვართ“- აღნიშნა საყვარელიძემ და დასძინა, რომ ასეთი პოლიტიკით მოსახლეობაში უკმაყოფილების დონე და უსამართლობის განცდა სწრაფად გაიზრდება.
„საკითხავია, სად აფეთქდება ეს უსამართლობის განცდა და რა შედეგს გამოიღებს. უსამართლობის განცდა მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის დისტანციას გაზრდის“- განაცხადა საყვარელიძემ.
შს მინისტრის მოადგილემ საგანგებო ბრიფინგზე მოსახლეობას ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია გააცნო და განაცხადა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით, ხელისუფლება არ დაუშვებს ამომრჩველის მოსყიდვას ან არჩვენების ნებისმიერი გზით გაყალბებას.
„განვაგრძობთ არჩევნების გაყალბების, ამომრჩეველთა მოსყიდვის ნებისმიერ მცდელობასთან დაკავშირებით, ძალიან მკაფიო და მკაცრ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას. ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტი განსაკუთრებული ინტერესის საგანია ან გახდება. ეს ნიშნავს, რომ კანონის აღსრულებისას კომპრომისები არ იქნება“ - განაცხადა მან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა