ბიძინა ივანიშვილს რუსეთში ქონება თითქმის აღარ აქვს. ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ის უკვე რამდენიმე წელია კომპანია „გაზპრომის“ აქციებს აღარ ფლობს.
„რუსეთში გავყიდე ქონების 90 პროცენტი, მხოლოდ 10 პროცენტი დამრჩა“- განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ დარჩენილია სოფლის მეურნეობაში მოქმედი კომპანია, რომლის გაყიდვის პროცესი, შესაბამისი შეფუთვის არქონის გამო, გაჭიანურდა. კოალიციის ლიდერმა იქვე განმარტა, რომ კომპანიას ორი მყიდველი უკვე გამოუჩნდა და ის უახლოეს ხანებში გაიყიდება.
„ეს იქნება ჩემი ბოლო ქონება რუსეთში“ - აღნიშნა მან და დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 წელია, რუსეთში არ ყოფილა და იქ ბოლო ქონებასაც ყიდის, ხელისუფლება მაინც ცდილობს მისი სახელის რუსეთთან დაკავშირებას.

















