logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ზურაბ პატარაძე სახელმწიფო მინისტრს ვიქტორ დოლიძეს შეხვდა
ზურაბ პატარაძე სახელმწიფო მინისტრს ვიქტორ დოლიძეს შეხვდა
13:03 16.03.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ვიქტორ დოლიძეს შეხვდა. შეხვედრას ასევე მინისტრის მოადგილე პაპუნა შენგელაია, ნატოსა და ევრო კავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი და ნატოსა და ევრო კავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ხელმძღვანელი ირმა გაბინაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემოც გააცნო და მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. „ძალიან მნიშვნელოვანი არის აღნიშნული კამპანიის გამართვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ვიქტორს, რომელიც დღეს რეგიონში ჩამობრძანდა. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მეტი ინფორმაცია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით: რა წესები მოქმედებს, როგორ უნდა იმოქმედონ, როგორ უნდა იმგზავრონ, რა დოკუმენტები უნდა იქონიონ თან. ჩვენი ქვეყნის მისწრაფება არის ევროპული გზა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება. ეს არის ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი და სწორედ ეს ვიზიტი ემსახურება ჩვენს რეგიონში ცნობიერების ამაღლებას,“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
„ევროპის პოპულარიზაციასთან და ვიზალიბერალიაციასთან დაკავშირებით დაწყებული გვაქვს ფართომასშტაბიანი კამპანია, რომლის ფარგლებშიც ჩამოვედით აჭარაში. კამპანიაში ჩართულნი არიან მინისტრები, პარლამენტის წევრები, ისევე როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ზურაბ პატარაძეს იმ ხელშეწყობისთვის, რაც აჭარაში გვაქვს,“- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმოადგენლები და ექსპერტები 15-16 მარტს აჭარაში დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში საინფორმაციო კამპანიას განიხილავენ. კამპანია ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ შესაძლებლობებისა და ვალდებულებების შესახებ, რომელიც მათ ექნებათ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდგომ. საუბარია უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. შეხვედრა საქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა