logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი სესიაშვილი - ჭელიძეს შსს-სთვის სასურველი ჩვენების მიცემას აიძულებენ
ირაკლი სესიაშვილი - ჭელიძეს შსს-სთვის სასურველი ჩვენების მიცემას აიძულებენ
16:40 22.06.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პოლიციელის მოსყიდვის ბრალდებით დაკავებულ ზაზა ჭელიძეს სამინისტროსთვის სასურველი ჩვენების მიცემას აიძულებენ. ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ირაკლი სესიაშვილმა დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა.
სესიაშვილი განმარტავს, რომ შსს-ს „ბინძური განცხადება შავ პიართანაა“ დაკავშირებული და მას პოლიციელის მოსყიდვასთან არანაირი კავშირი არა აქვს.
„ჩემს წინააღმდეგ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რაც უსუსურს და უსაფუძვლოს ხდის ამ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეს“ - ნათქვამია განცხადებაში.
მისი თქმით, საგამოძიებო ორგანოები რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, რამდენადაც ოპერატიულ მუშაკს ლაშა კურტანიძეს ჭელიძის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობა აიძულეს, თუმცა, მისივე თქმით, კურტანიძემ დაწერა წერილი, სადაც ის, სესიაშვილისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად, მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს.
სესიაშვილის განცხადებით, პოლიციის მოსყიდვის ბრალდებით დაკავებულ ჭელიძეს, სავარაუდოდ, იძულებით ათქმევინეს უარი ადვოკატზე და საკუთარი თავის საწინააღმდეგო არარეალური ჩვენება მიაცემინეს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გუშინ ციხეში მივიდა ადვოკატი და უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი, მაგრამ ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გამო, პატიმრის ნახვა ვერ შეძლო.
„ჩემს საწინააღმდეგოდ მოპოვებული ნებისმიერი ჩვენება ჭელიძეზე განხორციელებული ზეწოლის შედეგია“ - განაცხადა სესიაშვილმა ამ პროცესს პოლიტიკური დევნის შეფასება მისცა.
მას შემდეგ, რაც პოლიციას ჩვენება მისცა, ლაშა კურტანიძემ ზემოაღნიშნული წერილი დატოვა და მიიმალა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა