logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის ელჩებს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის ელჩებს შეხვდა
19:27 15.03.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა ელჩებს მადლობა გადაუხადა ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს ურყევი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

მან დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებს ინფორმაცია მიაწოდა ვიზის ლიბერალიზაციის საკითხზე საქართველოს მთავრობის აქტიურ საინფორმაციო კამპანიაზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებას იმ რისკებისა და საფრთხეების შესახებ, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს შენგენის ქვეყნებში მოგზაურობის პროცედურების დარღვევით. აღინიშნა საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში გაწეული შთამბეჭდავი სამუშაოები და ასევე, ის რომ ეს კონკრეტული მიღწევა დამატებით სტიმულს მისცემს სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან მინისტრმა ასევე მიმოიხილა საქართველოსა და რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის როგორიცაა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებზე და ასევე იმ ნეგატიურ შედეგებზე, რაც ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. გადასასვლელების დახურვას მოჰყვა. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, ე.წ. რეფერენდუმს და ასევე იმ ე.წ. შეთანხმების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ცხინვალის რეგიონის სამხედრო შენაერთების სრულ ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში.

მინისტრმა, იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა შესაბამის შეფასებას მისცემს რუსეთის ფედერაციის აღნიშნულ ქმედებებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა