logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პოლონეთისა და ესტონეთის საგარეო უწყებებმა ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს მხარდამჭერი პოზიციები დააფიქსირეს
პოლონეთისა და ესტონეთის საგარეო უწყებებმა ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს მხარდამჭერი პოზიციები დააფიქსირეს
22:58 14.03.2017
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომელშიც მკაცრად გმობს აფხაზეთთან საკონტროლო- გამშვები პუნქტების დახურვას, აფხაზეთის ტერიტორიაზე “საპარლამენტო არჩევნების“ ჩატარებას, ასევე, წინასწარ განცხადებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ და „რეფერენდუმს“ ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში.

„სეპარატისტული სოხუმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და თბილისის კანონიერი ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შორის სადემარკაციო ხაზზე ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტის დახურვა (ნაბაკევი-ხურჩა და ორსანტია-ოტობაია); 2017 წლის 12 მარტს აფხაზეთის ტერიტორიაზე ე.წ. „საპარლამენტო არჩევნების“ ჩატარებადა ასევე, 2017 წლის 9 აპრილს ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ე.წ. „რეფერენდუმის“ გამოცხადება, საერთაშორისო სამართლის თანახმად, პროვოკაციული და არაკანონიერი ქმედებებია, რომლებიც ხორციელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის არაღიარებული, სეპარატისტული მთავრობების მიერ, თბილისში ხელისუფლების ოფიციალური პოზიციის საწინააღმდეგოდ, საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე, რომელიც 8 წელზე მეტია ოკუპირებულია“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

პოლონეთის საგარეო უწყება ადასტურებს პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის პოზიციის უცვლელობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ პოლონური მხარე მტკიცედ ეწინააღმდეგება ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ატარებს სუვერენული საქართვლოს კუთვნილი ტერიტორიის უკანონო ანექსიისათვის მზადების ნიშნებს, რამაც შეიძლება სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული ხელისუფლებების ქმედებები არ უწყობენ ხელს რეგიონში უსაფრთხოების რთული ვითარების დარეგულირებას, დამატებით ართულებენ ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობას და აფერხებენ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის რეინტეგრაციისთვის საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას.

თავის განცხადებაში, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს მოუწოდებს დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებისაკენ, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის პოლიტიკური გადაჭრის მიღწევის მიზნით, რეგიონების, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად რჩება.

აფხაზეთში 12 მარტს ჩატარებულ ე. წ. საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელებში ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც. „ე. წ. საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთში, არაკანონიერია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნულია ესტონეთის საგარეო უწყების Twitter-ის გვერდზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა