კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა
ამ წუთებში კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარეობს.
მას ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი, ჩეხეთის ელჩი ივან იესტრჟაპი და სხვა დიპლომატები ესწრებიან.
შეხვედრაზე ასევე იმყოფება ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლუის ნავარო.
შეხვედრამდე არც ერთ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, ცნობილია, რომ დიპკორპუსს კომპანია „გლობალ კონტაქტ კონსალტინგთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე მიეწოდება ინფორმაცია. შეხვედრას კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ზურაბ ბაზლიძეც ესწრება.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე გუშინ, საქართველოს მასშტაბით, „გლობა ტვ“-ს დაუმონტაჟებელი ანტენების დაყადაღება დაიწყო.

















