„აზერბაიჯანის რესპუბლიკა არ აღიარებს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას და შესაბამისად, არ აღიარებს 2017 წლის 12
მარტს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და მის შედეგებს“ - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების გაგრძელება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თვალსაზრისით საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების გათვალისწინებით.

















