პარლამენტის თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბათუმში ძალიან შემაშფოთებელი მოვლენები
განვითარდა.
მისივე თქმით, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს რათა ზუსტად ვნახოთ, თუ როგორ წარიმართება პროცესები.
„მთავარია, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, ზუსტად ვნახოთ, თუ როგორ წარიმართება პროცესები, ვინ იდგა ამ პროცესების უკან, იყო თუ არა მართული ეს პროცესები და რა თქმა უნდა, უნდა დადგეს სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს იყო ძალიან შემაშფოთებელი მოვლენები, რომლებიც განვითარდა ბათუმში, მათ შორის, კონკრეტული პარტიების წარმომადგენლების დამოკიდებულება საკითხის მიმართ იყო ძალიან შემაშფოთებელი, მაგალითად, სოლიდარობა, რომელიც მათ გამოუცხადეს დესტრუქციულად მოქმედ ადამიანებს იმ დღის განმავლობაში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია გამოძიების შედეგები, რომლის საფუძველზეც უკვე კონკრეტული სანქციების შესახებ საუბარი იქნება შესაძლებელი.
„თუ გარკვეული სამართალდარღვევის ნიშნები იკვეთება, ამ შემთხვევაში შეიძლება სამართლებრივ სანქციებზე ვისაუბროთ. პოლიტიკური პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა არის სხვა, პოლიტიკურ საკითხებზეც უნდა ვიმსჯელოთ გამომდინარე გამოძიების შედეგებიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

















