პარლამენტის თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს
გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვერავითარ შემთხვევაში ვერავითარი ფორმით ეს არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება.
მისივე თქმით, არჩევნები, რომლიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ტარდება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
„ჩვენ ვმოქმედებთ საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად. საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ნორმებს პირდაპირ ეწინააღმდეგება ეს ე.წ. არჩევნები, რომელიც ტარდება აფხაზეთის ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერანაირ სამართლებრივ შეფასებას ვერ მივცემთ ამ ყველაფერს, უფრო სწორად, სამართლებრივი შეფასება არის ის, რომ ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერავითარი ფორმით ვერ მივიჩნევთ ამ არჩევნებს ლეგიტიმურად“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

















