საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური თვითგამოხატვის
კულტურა და აზრის გამოხატვის თავისუფლება დაცულია.
მისივე თქმით, სახელმწიფოს ნებისმიერ ძალადობაზე ძალიან მკაცრი და ნათელი პოზიცია ექნება.
„ადამიანები, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, უკლებლივ ყველა უნდა იყოს აღმოჩენილი, დაკავებული, მათ მიმართ უნდა განხორციელდეს ძალიან პრინციპული პოზიცია და სასჯელიც უნდა იყოს სამაგალითო. ასეთი ვითარება, რომ მიტინგი უცებ ვანდალიზმში და მანქანების დაწვაში გადაიზარდოს ეს არ არის ქართული პოლიტიკური კულტურა. ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები მიტინგზე გავატარე და ისე ვახერხებდით ამის გაკეთებას, რომ არავისთვის არაფერი დაგვიშავებია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

















