ნაძალადევის რაიონში, ისაკიანის ქუჩაზე კანალიზაციის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი ნუშისა და ავშნის ქუჩების ცენტრალურ სისტემაზე კანალიზაციის ქსელის დაერთებას ითვალისწინებს.
ისაკიანის ქუჩაზე ახალი მილები 72 მეტრ სიგრძეზე მოეწყობა და 4 ჭა დამონტაჟდება. სამუშაოებს ადგილზე ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.
კანალიზაციის ახალი ქსელის მოსახლეობამდე მიყვანა ნუშის ქუჩაზე უკვე დასრულდა. სისტემა დაახლოებით 400 მეტრ სიგრძეზე მოეწყო.
ხვალიდან ავშნის ქუჩაზედაერთების სამუშაოები გაგრძელდება.
სამუშაოების საკონტრაქტო ღირებულება 259 508 ლარია.
კანალიზაციის სისტემის მოწყობის დასრულების შემდეგ ნუშისა და ავშნის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგდება. მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარები და ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგება. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება.

















