საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა,
რომ ბათუმში განვითარებული პროცესები მშვიდობიანად დასრულებულიყო.
მღებრიშვილის თქმითვე, პოლიციის შენობის წინ მდგომ ადამიანებთან ერთად ცნობისმოყვარე ბათუმელებიც იყვნენ, პოლიცია კი მათთვის ზიანის მიყენებას მაქსიმალურად მოერიდა.
„იმისთვის, რომ ბათუმში მოვლენები მძიმედ არ განვითარებულიყო ჩვენი მხრიდან მაქსიმალური შეღავათები გავაკეთეთ. ჩვენ გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბათუმელების უმეტესობა პოლიციის შენობის მიმდინარე ტერიტორიაზე ცნობისმოყვარეობამ მიიყვანა“-განაცხადა შსს-ს მინისტრმა.

















