logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 ზურაბ პატარაძე პოლონეთის ელჩს შეხვდა
ზურაბ პატარაძე პოლონეთის ელჩს შეხვდა
14:03 13.03.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესა და პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩს შორის დღეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა.
ელჩთან შეხვედრისას ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერას ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში და შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარდა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის რეგიონულ დონეზე არსებული თანამშრომლობა განიხილეს.
შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სტუმარს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის, ასევე რეგიონულ ჭრილში უკვე განხორციელებული ერთობლივი პროექტების შესახებ ისაუბრეს. აჭარის რეგიონი ბოლო წლებია პოლონეთის ქვემო სილეზისა და ზემო სილეზიის სავოევოდოებთან აქტიურად თანამშრომლობს, დაგეგმილია რეგიონთაშორისი თანამშრომლობა მალოპოლსკას სავოევოდოსთან.
ზურაბ პატარაძემ და მარიუშ მაშკიევიჩმა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულების, კერძოდ, საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზეც ისაუბრეს. ჩატარდება ერთობლივი ბიზნეს-ფორუმებიც, რაც ინვესტიციებისა და ტურისტების მოზიდვას რეგიონში ხელს შეუწყობს.
შეხვედრაზე აჭარაში პოლონეთიდან შემოსული ტურისტების ზრდა აღინიშნა, რაც ბოლო წლებში ევროპულ ქვეყნებში საქართველოს, კერძოდ, აჭარა-ბათუმის ტურისტული მიმართულების პოპულარობამ განაპირობა. გასულ წლებში ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები ხორციელდებოდა. პოლონელი ტურისტების ზრდა ქუთაისის მიმართულებით არსებულმა რეგულარულმა ფრენებმაც განაპირობა.
,,აჭარა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პოლონეთის რესპუბლიკასთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. უნდა აღვნიშნოთ, რომ პოლონეთი აჭარის რეგიონისთვის საინტერესო და ტურისტულად მიმზიდველი ბაზარია ევროპაში. გარდა ამისა, ვისაუბრეთ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესახებ. ასევე განვიხილეთ პროექტები, რომლებიც სამომავლოდ საინტერესო შეიძლება იყოს პოლონური კომპანიებისთვის. ძალიან ვაფასებთ პოლონეთის რესპუბლიკის სამთავრობო კურსს საქართველოსთან მიმართებაში, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის სივრცეში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა მიეცათ, რაც ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციის პროცესში ” - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
შეხვედრაზე მხარეებს შორის ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს პოლონეთის, ვროცლავის უმაღლეს საბანკო სკოლასთან და ფიზიკური აღზრდის საუნივერსიტეტო სკოლასთან და ახორციელებს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებებისათვის გაცვლით პროგრამებს. არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელება დაიგეგმა. ასევე ჯანდაცვის სფეროში ურთიერთობების გააქტიურებაზე ისაუბრეს, რომელიც სხვადასხვა გაცვლით პროგრამებს და პრაქტიკულ თანამშრომლობას გულისხმობს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა