პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრი ჯონდი ბაღათურია პარლამენტისაგან და პოლიტიკური პარტიებისგან
ტრეფიკინგის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2012 წლის ანგარიშზე რეაგირებას ითხოვს.
დეპუტატის ინფორმაციით, ტრეფიკინგის კუთხით აჭარაში საგანგაშო მდგომაროებაა.
მისი აზრით, საქართველო პატიოსან თურქ ბიზნესმენებს და მათ ინვესტიციებს უნდა მიესალმოს და არა „სუტინიორებს“.
„აჭარის ხელახლა დაკარგვის რეალური საფრთხე არსებობს“ – განაცხადა ბაღათურიამ და აღნიშნა, აქტიურად მიმდინარეობს თურქეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცესი.
დეპუტატის ინფორმაციით, მათი რიცხვი უკვე 25 ათასია, რაშიც ბაღათურია აგვისტოს რუსული სცენარის განმეორების საფრთხეს ხედავს.
ბაღათურიამ მოუწოდა აჭარის მაჟორიტარ დეპუტატებს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, განსაკუთრებით ოპოზიციურ ძალებს, მათ შორის, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს, „დემოკრატიულ მოძრაობა – ერთიან საქართველოს“ და „თავისუფალ საქართველოს“, რომ შეუერთდნენ 30 ივნისს, ბათუმში იუნკერთა საფლავთან დაგეგმილ სამოქალაქო გამაფრთხილებელ აქციას.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2012 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ძირითად სტანდარტებს აკმაყოფილებს, თუმცა, საუბარია პრობლემებზეც და მათ შორის, აღნიშნულია სექსუალური ტრეფიკინგი.

















