კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის შეფასებით, კანონზე მაღლა მყოფი თავი ჰგონია სწორედ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და მის მთავრობას.
ამ განცხადებით ფანჯიკიძე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეკა ზღულაძის ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც ზღულაძემ აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია „ქრთული ოცნება“ ფიქრობენ, რომ კანონზე მაღლა დგანან და მუდმივად მიზანმიმართულად ცდილობენ კანონისა და შესაბამიად, დემოკრატიის შერყევას.
„არ ვიცი რით მყარდება ეს ბრალდება. მე შემიძლია ბევრი არგუმენტი მოვიყვანო იმის გასამყარებლად, რომ სწორედ მის პრეზიდნეტს და მთავრობას ჰგონია, რომ კანონზე მაღლა დგანან“ - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ამის მაგალითად კონსტიტუციის „ჭრა-კერვაც“ საკმარისია „იმის მიხედვით, თუ როგორ ხასიათზე გაიღვიძებს სააკაშვილი“.
ფანჯიკიძე აღნიშულ საკითხზე უფრო სრულ კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც ზღულაძის განცხადებას დეტალურად გაეცნობა.

















