logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 პრეზიდენტი „რუსთავი 2“-ის საქმეზე: ყველა მხარეს დანაშაულებრივი გადაწყვეტილებისა და პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოვუწოდებ
პრეზიდენტი „რუსთავი 2“-ის საქმეზე: ყველა მხარეს დანაშაულებრივი გადაწყვეტილებისა და პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოვუწოდებ
15:20 03.03.2017
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის საქმე პოლიტიკოსების აქტიური ჩარევის გამო პოლიტიზირებული გახდა.
მისივე თქმით, „რუსთავი 2“ უბრალოდ ბიზნესი არ არის და ის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.
ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პირველი, რაც მინდა დავაფიქსირო მდგომარეობს იმაში, რომ პროცესი თავიდან პოლიტიკოსების ჩარევის შედეგად პოლიტიზირებული გახდა. 2015 წლის 22 ოქტომბერს მაშინდელი პრემიერ-მინსტრის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებებიდან ჩვენ ფაქტიურად დავდექით სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე. მაშინვე მე დამჭირდა მკაფიო განცხადებების გაკეთება, რომ პროცესი ქუჩიდან გადმომეყვანა მოლაპარაკებების რეჟიმში. მას მერე პოლიტიკოსების აქტიური ჩართულობა ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივად პროცესის პოლიტიზირებას ახორციელებს.
არ ვეხები კერძო მესაკუთრეების დავას. მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ „რუსთავი 2“ არ არის უბრალოდ ბიზნესი. ნებისმიერი მედია არ არის უბრალოდ ბიზნესი და ის წარმოადგენს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან შემადგენელს. ის არის კრიტიკული და განსხვავებული აზრის გამოხატვის საშუალება. კრიტიკული აზრი კი არის დემოკრატიული საზოგადოებისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი“- განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა თავის განცხადებაში „რუსთავი 2“-ის საქმის ყველა მხარეს დანაშაულებრივი გადაწყვეტილებებისა და პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
„მე არაერთხელ მითქვამს, რომ ფაქტიურად 2 წლის განმავლობაში ყველა შეხვედრაზე, რომელიც მქონდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან „რუსთავი 2“-ის თემა იყო წამოწეული და მე მქონდა აუცილებლობა, რომ ამ თემებთან დაკავშირებით, როგორც ჩემი პოზიცია გამეხმოვანებიდა ასევე დამეფიქსირებინა კომენტარები.
საერთაშორისო თანამეგობრობა რეალურად „რუსთავი 2“-ის პროცესს არა უბრალოდ სამართლებრივ დავად, არამედ პოლიტიკურ პროცესად ხედავს, ხედავს პროცესად, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოში მედიის თავისუფლებასა და პლურალისტურ გარემოზე. იგივე ნათლად დააფიქსირა ქართულმა საზოგადოებამ, როდესაც გამოხატა თავისი მხარდაჭერა ამ არხის დამოუკიდებლობის მიმართ. მინდა ყველას გავახსენო, რომ 2007 წელს, როდესაც სააკაშვლის მიერ სპეცრაზმებისთვის მიცემული ბრძანების ფონზე მოხდა „იმედის“ დარბევა, რაც იყო უაღრესად დამაზიანებელი ჩვენი დემოკრატიის მიმართ, ფაქტიურად იმ წამსვე პირდაპირ ეთერში მე დავაფიქსირე პოზიცია, რომ ეს არის სააკაშვილის ტრაგიკული, დანაშაულებრივი გადაწყვეტილება და აქედან გამომდინარე, მინდა ყველას მოვუწოდო დანაშაულებრივი გადაწყვეტილებისა და პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ. თემის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე მინდა მოვუწოდო ყველა მხარეს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებს დაველოდოთ, მოვუსმინოთ და არ გადავდგათ მყისიერი ნაბიჯები“- განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს, ხოლო წილების 40% შპს „პანორამას“ მიაკუთვნა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა