აჭარის მთავრობის დელეგაციის ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში, დღეს აჭარის მთავრობის
თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მანგისტაუს ოლქის მერს ალიკ აიდარბაევს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას აჭარის მთავრობის დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ საყვარელიძე ესწრებოდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი რეგიონების პირველმა პირებმა ზურაბ პატარაძემ და ალიკ აიდარბაევმა მოაწერეს.
თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს როგორც გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური კავშირების განვითარებას, ასევე ეკონომიკურ სუბიექტებს შორის კონტაქტების დამყარებას, სადაც სამრეწველო პარტნიორობისა და ერთობლივი საწარმოების შექმნის საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. მემორანდუმის თანახმად მხარეები კავშირებს ჯანდაცვის, ტურიზმის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით გააღრმავებენ.
მხარეები სხვადასხვა ფორმით ეკონომიკურ თანამშრომლობას მხარდაჭერას გაუწევენ, კერძოდ, ერთობლივი მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავებასა და რეალიზაციას. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში რეგიონები საინვესტიციო პარტნიორობის განვითარებას, ერთობლივ გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობას ხელს შეუწყობს.
აჭარის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი ყაზახეთის რე
სპუბლიკაში დღეს დასრულდება.

















