logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
 ზურაბ პატარაძე ასტანის მერს შეხვდა
ზურაბ პატარაძე ასტანის მერს შეხვდა
17:15 28.02.2017
აჭარის მთავრობის დელეგაციის ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში დღეს ქალაქ ასტანის აკიმთან (მერთან) ასეკ ისეკეშევთან აუდიენცია გაიმართა.
შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მეთაურობით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მ/შ რევაზ საყვარელიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ესწრებოდნენ.
აჭარის მთავრობის დელეგაციისა და ასტანის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სავაჭრო, ეკონომიკისა და ტურიზმის კუთხით ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ზურაბ პატარაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო აჭარის რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი, როგორც საზღვაო, ისე სამთო ტურიზმის მიმართულებით. რეგიონის პირველმა პირმა ხაზი გაუსვა ასევე აჭარაში MICE ტურიზმისა და სპორტული ტურიზმის პოტენციალს და ამ მიმართულებით აჭარის ტურისტული ინფრასტრუქტურისადმი გაზრდილ ინტერესს. სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად ზურაბ პატარაძემ აჭარაში სპორტული ბაზების კეთილმოწყობისა და მომავალში სპორტული შეკრებების ცენტრაც ქცევის პერსპექტივაზეც ისაუბრა.
,,ძალიან საინტერესო შეხვდერა შედგა ქალაქის აკიმთან. განვიხილეთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი. დაიგეგმა სავაჭრო მისია საქართველოში. ძალიან მალე ჩამოვლენ რიგი ბიზნესმენები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოსთან ვაჭრობის კუთხით განავითარონ ურთიერთობა. ისევე როგორც ჩვენთვის ყაზახეთისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის მიმართულება, მისი განვითარება. სწორედ ამ მიმართულებით დაიგეგმა შეხვედრები ჩვენი და ყაზახეთის სამინისტროებს შორის“ -აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
შეხვედრაზე თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ბათუმი-ასტანის მიმართულებით არსებული ჩარტერული და რეგულარული სეზონური ავიაფრენები. მხარეებმა განიხილეს უახლოეს პერიოდში დამატებითი ფრენების შემოღების შესაძლებლობები. ყაზახურ მხარესთან მზაობა და თანხმობა აღნიშნული საკითხისადმი მიღწეულია. ასტანის აკიმი დაინტერესდა საინვესტიციო და ტურისტული პროექტების პრეზენტაციით, რომელიც გუშინდელ ფორუმზე იყო წარმოდგენილი. მისი თქმით, საინვესტიციო და ტურისტული ფორუმების ფორმატი თანამშრომლობის გაღრმავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
,,შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გავუზიარეთ როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული მიმართულებით. საუბარი იყო ტურიზმის შესახებაც. დაიგეგმა სამომავლო შეხვედრები, რომელიც ხელს შეუწყობს კულტურისა და სამედიცინო სფეროს განვითარებას“-აღნიშნა ასეკ ისეკეშევმა შეხვედრი შემდეგ.
ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც მხარეებს შორის შედგა, დაინტერესებული ბიზნესმენების საქართველოში, კერძოდ, აჭარაში ვიზიტია. დაიგეგმა ბიზნესმენებისათვის საინფორმაციო ტურის ფარგლებში საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის ადგილზე გაცნობა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა