საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრი მიხეილ ჯანელიძე გაეროს ადამიანის უფლებათა 34-ე
სესიის ფარგლებში პანამის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარია ლუიზა ნავარო ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და პანამას შორის არსებული წარმატებული პოლიტიკური ურთიერთობები აღინიშნა, ასევე სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატის მნიშვნელობას ხაზი გაესვა. მხარეების შეთანხმებით, საერთო ინტერესების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით აქტიურად იმუშავებენ.
მინისტრმა სატრანზიტო ჰაბის ფუნქციის სახით ორი ქვეყნის საერთო მახასიათებელი აღნიშნა და მხარეებმა ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების თაობაზე დაინტერესება გამოხატეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტმა პანამის დელეგაციას საქართველოში არსებული ეკონომიკური და საინვესტიციო გარემო გააცნო, რაც შესაძლოა პანამური ბიზნესისთვის საინტერესო აღმოჩნდეს. შეხვედრაზე ასევე მზადყოფნა გამოითქვა, რათა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მიმართულებით აქტიურად იმუშაონ.

















