logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე ჟენევაში კატარელ კოლეგას შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე ჟენევაში კატარელ კოლეგას შეხვდა
15:08 28.02.2017
საქართველოს საგარო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძეე ჟენევაში კატარელ კოლეგას სოლთან ბინ საად ალ მურაიხის შეხვდა.
შეხვედრა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში გამართა.
საგარეო საქმეთა პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრებმა საქართველოსა და კატარის თანამშრომლობას დადებითი შეფასება მისცეს, როგორც ორმხრივი მიმართულებით, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. განსაკუთრებით აღინიშნა 5-6 თებერვალს, კატარში საქართველოსა და კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გამართული პირველი პოლიტიკური კონსულტაციები, რომლის ფარგლებშიც მრავალი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების გზები დაისახა.
მინისტრებმა ასევე, ეკონომიკის სფეროში არსებული ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები მიმოიხილეს.
შეხვედრაზე საქართველოს დადებითი საინვესტიციო გარემო და ის შესაძლებლობები აღინიშნა, რასაც ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება აძლევს, როგორც საქართველოს, ასევე მის პარტნიორ სახელმწიფოებს.
კატარის მხრიდან საქართველოს მაღალ პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში და იმ უსაფრთხო გარემოს, რაც მთავარ პირობას ინვესტიციებისა და ბიზნესის განვითარებისთვის წარმოადგენს დადებითი შეფასება მიეცა.
კატარის მხარემ დაინტერესება გამოხატა მთავრობის რეფორმების პაკეტს საფუძვლიანად გაეცნოს, მათ შორის ბიზნესის მომსახურების გაუმჯობესების და სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
უწყების ცნობითვე, მინისტრებმა ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მაღალ დინამიკას დადებითი შეფასება მისცეს, რის წინაპირობაც კატარსა და საქართველოს შორის რეგულარული ფრენები წარმოადგენს, მხარეების გადაწყვეტილება კატარსა და საქართველოს შორის ყოველდღიური ფრენების განხორციელების თაობაზე დადებითად შეფასდა.
შეხვდრაზე ასევე, ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა აღინიშნა.
კატარის მხარე მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას დოჰას ფორუმის ფარგლებში ეწვიოს კატარს. მინისტრმა კოლეგას ასევე, ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა