logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„სახალხო კრება“ „ქართული ოცნებას“ თავის კანდიდატებს უახლოეს დღეებში წარუდგენს
„სახალხო კრება“ „ქართული ოცნებას“ თავის კანდიდატებს უახლოეს დღეებში წარუდგენს
19:28 21.06.2012
„სახალხო კრება“ საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატებს შეარჩევს და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ უახლოეს დღეებში წარუდგენს.

როგორც „ნიუსპრესს“ „სახალხო კრების“ წევრმა, მსახიობმა სოსო ჯაჭვლიანმა განუცხადა, გადაწყვეტილება ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმების თაობაზე გუშინ კოალიციის ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

„ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თუ „სახალხო კრება“ ავტორიტეტულ და პატიოსნებით გამორჩეულ პირთა კანდიდატურებს წარადგენს, ის მათ სიამოვნებით განიხილავს“ - განაცხადა ჯაჭვლიანმა.

მისი თქმით, „სახალხო კრება“ ამ დღეებში გადაწყვეტს ვის კანდიდატურას შეარჩევს.

ჯაჭვლიანმა ხაზი გაუსვა, რომ ივანიშვილი „სახალხო კრების“ წარმომადგენლებთან თანამშრომლობაში პრობლემას ვერ ხედავს.

„სახალხო კრება“ არ არის პარტიული ორგანიზაცია, ის ზეპარტიულია და ყველასია“ - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ „სახალხო კრების“ წარმომადგენლებთან თანამშრომლობის ინიციატივა თავად ივანიშვილისგან წამოვიდა.

რაც შეეხება „სახალხო კრების“ წევრი „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერთან ნინო ბურჯანაძესთან კონსულტაციებს, მსახიობის თქმით, გუშინდელ შეხვედრაზე ამაზე საუბარი არ ყოფილა.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ქართულ გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ თუ ნონა გაფრინდაშვილი, სოსო ჯაჭვლიანი და ლუკა კურტანიძე რეგიონებში კოალიციასთან შეთანხმებით მაჟორიტარებად იყრიან კენჭს, „ქართული ოცნება“ საკუთარ კანდიდატურებს მოხსნის და მათ დაუჭერს მხარს.

ჯაჭვლიანის გარდა, ბიძინა ივანიშვილთან გუშინდელ შეხვედრას „სახალხო კრების“ სხვა წევრები - ნონა გაფრინდაშვილი, ლუკა კურტანიძე და გია ბურჯანაძე ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა