logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ლევან ვეფხვაძე – 20 000 ლარიანი შემოწირულობა პარტიული იდეების განსახორციელებლად გავიღე
ლევან ვეფხვაძე – 20 000 ლარიანი შემოწირულობა პარტიული იდეების განსახორციელებლად გავიღე
18:32 21.06.2012
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, „ქრისტიან-დემოკრატი“ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, „ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობა“ ყველაზე ღარიბი პარტიაა და მან პარტიული იდეების განხორციელების მიზნით, ქდმ-ს 20 ათასი ლარი შესწირა.
როგორც ვეფხვაძემ დღეს „ნიუსპრესს“ განუცხადა, ყველა შემომწირველი თანხის გაღების მომენტისთვის პარტიის წევრი იყო.
„პოლიტიკოსებს შორის არის სერიოზული განსხვავება. არიან პირები, რომლებიც პოლიტიკაში იმისთვის მოდიან, რომ სახლში წაიღონ, არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ თუნდაც ხელფასის სახით არსებული თანხა გაიღონ იმისთვის, რომ პოლიტიკური იდეები განახორციელონ. მე ამ პოლიტიკოსებს მივეკუთვნები“ - განაცახდა ვეფხვაძემ.
მისი თქმით, მას და პარტიის სხვა წევრებს აქვთ ისეთი შემოსავალი, რომ პარტიას გარკვეული თანხა შესწირონ.
„ჩვენი შემოწირულობა იმ ადამიანებზეა დაფუძნებული, რომლებიც პარტიის აქტიური წევრები არიან და გადახდის რესურსიც აქვთ. ჩვენ მზად ვართ ყველა შემოწირულობაზე პასუხი ვაგოთ“ – აღნიშნა ვეფხვაძემ.
ამასთან, ის კონტროლის პალატას სხვა პარტიების შემომწირველთა შემოსავლებისა და გაღებული თანხების შედარებას სთხოვს.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად შესამოწმებელია კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების მონაცემები.
„ყველაზე მეტი შემოწირულობა ერთი მხრივ „ნაცმოძრაობას“ აქვს, რაც გასარკვევია. მეორე მხრივ კი, „ქართული ოცნების“ პარტიებს ჯამში არანაკლები თანხა აქვთ შეწირული. გასარკვევია, ხომ არ არის ეს პირადად ივანიშვილის მიერ მიცემული თანხა და მერე მათ მიერ გაკეთებული შემოწირულობა“ – განაცხადა დეპუტატმა.
ქდმ-ს შემოწირულობა წლის დასაწყისიდან 19 ივნისის ჩათვლით, 50 000 ლარს არ აღემატება. აქედან, ყველაზე მსხვილი ფინანსური დახმარება 20 ათასი ლარია, რომელიც პარტიას ლევან ვეფხვაძემ მიმდინარე წლის მარტში შესწირა.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 1 მლნ 768 ათას 492 ლარის ოდენობის ფულადი შემოწირულობა მიიღო, პოლიტგაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ანგარიშზე – 43, 923 ლარი, ხოლო საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ – 492,917 ლარია.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა