საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურში გაზსადენი გახსნა და იქაურ მოსახლეობას შეხვდა.
პრეზიდენტის განმარტებით, ამიერიდან ოსიაურის ყველა ოჯახს შესაძლებლობა ექნება ბუნებრივი აირით ისარგებლოს. შესაბამისი სამუშაოები კომპანია „სოკარმა“ საპრეზიდენტო პროგრამა - „გაზი ყველა სოფელს“ ფარგლებში განახორციელა.
პრეზიდენტმა ადგილობრივ მაცხოვრებლებს ახალი ინიციატივა გააცნო, რომლის თანახმადაც ისინი საკუთარ სახლებამდე გაზის მიყვანას განვადებით შეძლებენ და შესაბამის საფასურს რამდენიმე თვეზე გადაანაწილებენ.

















