logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
წიკლაური – ხიზრი ალდამოვი რუსი მაღალჩინოსნების დავალებით მოქმედებს
წიკლაური – ხიზრი ალდამოვი რუსი მაღალჩინოსნების დავალებით მოქმედებს
15:11 21.06.2012
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნუგზარ წიკლაური ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის  ყოფილი წარმომადგენლის საქართველოში ხიზრი ალდამოვის მიერ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს პროვოკაციას უწოდებს .
ამასთანავე, წიკლაური ხაზ უსვამს, რომ ეს განცხადებები ალდამოვისგან მისთვის მოულოდენლი არ ყოფილა, მას შემდეგ, რაც ალდამოვმა საკუთარ პოლიტიკურ წარსული და ჩეჩნეთის ექს–პრეზიდნეტთან კავშირები უარყო.
„არ გამვკვირვებია, როდესაც ალდამოვმა ძალიან ტრივიალური და პრიმიტიული განცხადებების გაკეთება დაიწყო საქართველოში ტერორისტებს მზადების შესახებ. ეს ძველი სიმღერაა და ეს ჩვენ რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ათასჯერ მოგვისმენია“ – განაცხადა წიკლაურმა.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ალდამოვი რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მითითებით მოქმედებს.
რუსული მედიის ცნობით, საქართველოში ჩეჩენთა სათვისტომოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ხიზრი ალდამოვმა ჩეჩნეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართული მხარე ედუარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობით ბოევიკებს მფარველობდა და რუსეთში განხორციელებული მრავალი ტერაქტი საქართველოდან იყო დაგეგმილი.
ამასთანავე, ის ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს სპეცსამსახურები ცდილობენ იჩქერიის მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნას რუსეთზე ზეწოლისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ტერორისტული საქმიანობის აქტივიზაციის მიზნით.
ამ განცხადებების გაკეთებამდე, საქართველოში ჩეჩენთა დიასპორის ყოფილი ხელმძღვანელი ჩეჩნეთში დაბრუნდა და ახლანდელ პრეზიდენტს რამზან კადიროვს პატიება სთხოვა და ერთგულება შეჰფიცა.
ალდამოვმა ასევე განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტებს ჯოხარ დუდაევს და ასლან მასხადოვს საკუთარი ხალხისთვის მცირედი სარგებლობაც არ მოუტანიათ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა