საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან დურსუნ ჰასანოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მიღწეული შედეგები მიმოიხილეს. ასევე სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის პერპექტივებზე ისაუბრეს.
საუბარი შეეხო ორი ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს. ვახტანგ გომელაურმა და დურსუნ ჰასანოვმა ხაზი გაუსვეს ორი სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურების შესაბამისი თანამშრომლობის განმტკიცების აუცილებლობას.

















