დემოკრატიული პარტია რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანოს. აღნიშნული განცხადება დღეს პარლამენტში გამართულ
ბრიფინგზე დემოკრატიული პარტიის საერთაშორისო მდივანმა ლანა გალდავამ გააკეთა.
დემოკრატიული პარტია მიიჩნევს, რომ ოკუპაცია არ დასრულებულა, რადგან საქართველოს ძირძველ ნაწილებში ჯერ კიდევ დგანან რუსეთის არმიის შენაერთები.
დემოკრატიული პარტია რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, გაიყვანოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები და დაიწყოს დევნილთა მშობლიურ კუთხეებში დაბრუნების პროცესი.
"დემოკრატიული პარტია ამ განცხადებას სიმბოლურად აკეთებს პარლამენტის შენობიდან, პარტიის თავმჯდომარის გია თორთლაძის ოთახიდან, რომელიც 2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ ხუთივე კონტინენტის მწვერვალზე ყველა ასვლას უძღვნის საქართველოს დეოკუპაციას. გია თორთლაძე ამჟამად ტიანშანის მთიანეთში ლოზუნგით "საქართველო –ოკუპანტების გარეშე" - იმყოფება" – განაცხადა ლანა გალდავამ.

















