„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ყველაზე მსხვილი ფინანსური შემოწირულობა 20 ათას ლარს შეადგენს, რომელიც პარტიის ერთ-ერთმა
ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ მიმდინარე წლის მარტში განახორციელა.
პარტიისთვის წლის დასაწყისიდან გადარიცხული შემოწირულობების ჯამი 50 000 ლარს არ აღემატება.
ქდმ-ს საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა პარტიის სასარგებლოდ 10 ათასი ლარი გაიღო.
კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 19 პოლიტიკური პარტიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ფულადი და არაფულადი შემოწირულობის ანგარიში გამოაქვეყნა.

















