პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ შემოწირულობისა და საწევროს
სახით წლის დასაყისიდან ჯამში 54,526.10 ლარი მიიღო.
ყველაზე დიდი ოდენობის შემოწირულობა 4 ათას ლარს შეადგენს. ყველაზე მცირე თანხა საწევროს სახით 2 ლარია დაფიქსირებული.
კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 19 პოლიტიკური პარტიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წლის დასაწყისიდან განხორციელებული ფულადი და არაფულადი შემოწირულობის ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა.

















