პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში კანადის საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩს კრისტოფერ კუტერს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, საქართველო-კანადას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ დღის წესრიგზე გაამახვილეს ყურადღება.
კრისტოფერ კუტერსმა გიორგი კვირიკაშვილს ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მიულოცა.
უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრეს.
ელჩმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი კანადის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

















