საქართველოს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წლის დასწყისიდან 19 ივნისის ჩათვლით, ჯამში 1 მლნ 768 ათას 492 ლარის
ოდენობის ფულადი შემოწირულობა მიიღო.
ყველაზე დიდი ოდენობის შემოწირულობა 60-60 ათასი ლარის ოდენობით პარტიაში 14 ფიზიკურმა პირმა შეიტანა. არაფულადი შემოწირულობა კი, არ განხორციელებულა.
კონტროლის პალატამ წლის დასაწყისიდან 19 ივნისის ჩათვლით, 19 პარტიის ანგარიშზე გადარიცხული თანხების შესახებ ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა.

















