პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი ყველა იმ საქმის გამოძიების შესახებ დებს პირობას, რომელიც მისი თქმით "სააკაშვილის ხელისუფლების კისერზეა." როგორც ზურა ვაზაგაშვილის
სახელობის საზოგადოებრივ დარბაზს "ჯაზუში" დღეს მისულმა გია ცაგარეიშვილმა საინფორმაციო სააგენტო "ნეუსპრესს" განუცხადა "ქართული ოცნებისათვის" "ჯაზუში" მიწვევა დიდი პატივია.
"ჩვენ ვპირდებით ხალხს, რომ ყველა ის სისხლიანი საქმე რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების კისერზეა, გამოძიებული იქნება და ყველა დამნაშავე დაისჯება. ჩვენ ვიქნებით პარლამენტში აქ შეკრებილი საზოგადოების ხმა და მომავალ კვირას პარლამენტში სააკაშვილთან დებატების დროს დავსვამთ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც აქ წამოიჭრება"- განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

















