logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გაეროში მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის საკითხებში სპეციალური მომხსენებლის ანგარიში განიხილება
გაეროში მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის საკითხებში სპეციალური მომხსენებლის ანგარიში განიხილება
20:01 20.06.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ მშვიდობიანი შეკრების საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელის გამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ წუთებში გაეროში მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის მაინა კიაის მიერ მომზადებული ანგარიში განიხილება. გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის მისია კი, საქართველოში ვიზიტით 2012 წლის 6-13 თებერვალს იმყოფებოდა.
„მაინა კიაის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიში აუწყებს საერთაშორისო დამკვირვებლებს საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ. კიაის როლი მდგომარეობს ადამიანის ყველა უფლების - სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლების მხარდაჭერასა და დაცვაში. მან განაცხადა, რომ ყველა ეს უფლება დაცემის გზაზეა საქართველოში“- აცხადებენ კოალიციაში.
მათივე ინფორმაციით, ანგარიშში აღინიშნა საქართველოში არსებული არათანაბარი პოლიტიკური გარემო, ოპოზიციის წევრთათვის შექმნილი დაბრკოლებები, სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ნათელი ზღვარის არარსებობა, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი დაშინებისა და დათრგუნვის ფაქტების რაოდენობა და საფუძვლიანი ეჭვები იმის შესახებ, მიემართება თუ არა საქართველო თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნებისკენ.
„ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრ სფეროში განხორციელდა რეფორმები. თუმცა, როგორც სპეციალური მომხსენებელი აღნიშნავს, ეს გაუმჯობესება არ უნდა მივიღოთ, როგორც მომხდარი ფაქტი. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრთა წინააღმდეგ მიმართულმა შიშისა და დათრგუნვის ატმოსფერომ სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა სახელმწიფოს განვითარება. 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში მეტი ძალისხმევაა საჭირო მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლების უზრუნველსაყოფად“- ნათქვამია განცხადებაში და ასევე, მოყვანილია მონარიდები ანგარიშის შეჯამებიდან და რეკომენდაციებიდან.
კოალიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მშვიდობიანი გაერთიანების უფლებასთან დაკავშირებით სპეციალურმა მომხსენებელმა ასეთი რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას - გაიზარდოს ძალისხმევა საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, ოპოზიციური პარტიების ჩათვლით, სახელმწიფო რესურსების უტყუარი, მიუკერძოებელი და შესაბამისი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის მკაფიო ზღვარის გავლებას, რათა შეიქმნას თანასწორი გარემო.
ერთ-ერთი ამონარიდის თანახმად კი, სპეციალური მომხსენებელი გამოთქვამს შეშფოთებას იმის გამო, რომ ხსენებული პრობლემები აძლიერებს აქტივისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების და პროფესიული კავშირებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრთა დაშინებისა და დათრგუნვის ატმოსფეროს. „უფრო მეტიც, ერთი კონკრეტული პიროვნების, ბიძინა ივანიშვილის, საქმიანობისა და მოქმედების კონტროლისთვის სპეციფიურად შექმნილმა კანონმდებლობამ შედეგად მოიტანა გაურკვევლობის დამძიმებული ატმოსფერო, რასაც არავითარი გამართლება არ მოეძებნება საქართველოს მოქალაქეთა თვალში“ - ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით მოხსენების ამონარიდში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა