კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისა და „სახალხო კრების“ წარმომადგენელთა შეხვედრის შესახებ
ინფორმაციას „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი“ საქართველოს პრესსამსახური ადასტურებს.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, შეხვედრა უკვე საათზე მეტია მიმდინარეობს და მას „სახალხო კრებიდან“ ნონა გაფრინადაშვილი, გია ბურჯანაძე, ლუკა კურტანიძე და სოსო ჯაჭვლიანი ესწრებიან.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ქართულ გამოცემასთან საუბარში რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ "სახალხო კრების" წევრებისადმი მას აქვს სურვილი და შეთავაზება. აღნიშნული წინადადების თანახმად, თუ ნონა გაფრინდაშვილი, ლუკა კურტანიძე, სოსო ჯაჭვლიანი რეგიონებში კოალიციასთან შეთანხმებით მაჟორიტარებად იყრიან კენჭს, „ქართული ოცნება“ საკუთარ კანდიდატებს მოხსნის და მათ დაუჭრს მხარს.
შეთავაზება „სახალხო კრების“ აღმასრულებელმა საბჭომ უკვე განიხილა და ამ საკითხზე კოსულტაციების დაწყების უფლება ნონა გაფრინდაშვილს, გია ბურჯანაძეს, ლუკა კურტანიძეს და სოსო ჯაჭვლიანს მიანიჭა.

















