საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქომაგის“ ინფორმაციით, ფონდის სახელით მოქალაქეებს დახმარებას დაუდგენელი პირები სთავაზობენ.
აღნიშნულის შესახებ ფონდმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, დღეს ფონდს დახმარებისთვის რამდენიმე მოქალაქემ მიმართა, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მათ სახლში მიაკითხეს დაუდგენელმა პირებმა და მატერიალური დახმარების ადგილზე გაწევა შესთავაზეს იმ მოტივით, თითქოს „ქომაგის“ ანგარიშები დაყადაღებულია.
„ფონდი “ქომაგი“ ხაზგაზმით აცხადებს, რომ დახმარების მსგავსი ფორმა ფონდის სამოქმედო გეგმაში არ შედის და ნებისმიერ მსგავს შემთხვევას, რომელიც განხორციელდა ან განხორციელდება, კავშირი არ აქვს ფონდ „ქომაგის“ საქმიანობასთან“-ნათქვამია განცხადებაში.
ფონდი ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, არ აყვეს პროვოკაციებს და მათი სახელით შეთავაზებულ დახმარებაზე უარი თქვას. ამასთან, იგი სთხოვს მოქალქეებს, მსგავსი ფაქტების შემთხვევაში „ქომაგს“ აუცილებლად აცნობონ.

















