logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ქალბატონ ელენე ხოშტარიას: საერთოდ თუ იცით სამშობლო რას ნიშნავს..
ქალბატონ ელენე ხოშტარიას: საერთოდ თუ იცით სამშობლო რას ნიშნავს..
11:17 30.01.2017
პატივცემულო რედაქცია, მინდა გამოვეხმაურო პარლამენტის, ყოფილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და ამჟამინდელი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომ ჩვენ, დევნილებს, საქართველოს ხელისუფლება თურმე „სამშობლოში დაბრუნების უფლებას გვართმევს“.
ქალბატონო ელენე, დამთავრდა ის დრო, როცა ყოველთვის ახერხებდით თქვენთვის სასურველი, რეალობად წარმოგეჩინათ.
სანამ დეტალებზე გადავალ, ერთ რამეზე შევთანხმდეთ: არ დაიწყოთ თავის მართლება, რომ ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხდებოდა, ჩვენ კი „ევროპული საქართველო“ ვართო, რადგან თქვენც, ავადსახსენებელი „ნაციონალური მოძრაობაც“ და ყველა ის ანასხლეტი, რომლებიც მისგან იშვა, ან რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყიდეს, კვლავ ერთნი ხართ.
ასე, რომ თქვენ ჩემთვის ისევ იმ „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენთ, რომლების დევნილებს და არა მხოლოდ დევნილებს, არათუ ადამიანებად, არამედ არჩევნებზე ხმის მიმცემ არსებებად უყურებდით.
ან იქნებ შეადაროთ, რომელი მთავრობა უფრო მეტ ყურადღებას გვაქცევს, თქვენი კუმირის დროინდელი თუ დღევანდელი?
ან იქნებ ფოცხოეწერში გაყრილი დევნილების პირობები შეადაროთ დღეს ბინებით დაკმაყოფილებულ დევნილთა საცხოვრებელ პირობებს?
თუ არ გახსოვთ შეგახსენებთ: ფოცხოეწერში თქვენმა (დიახ თქვენმა) მთავრობამ ისეთ დღეში ჩაყარა ხალხი, რომ არათუ სამსახური ან რაიმე პერსპექტივა, მაშინ ბავშვებიც კი შიმშილის ზღვარზე გვყავდა.
თქვენი ხელისუფლების დროს დევნილებს ვინმე იმის ღირსად ჩააგდებდა, რომ დედაქალაქის პრესტიჟულ მშენებარე კვარტლებში მთლიანი კორპუსები შეესყიდა მათთვის? ამის გაგონებაზე თქვენი სააკაშვილი ალბათ თავის დროზე სიცილით მოკვდებოდა.
ან ვინმეს „ნაცმოძრაობიდან“ აზრად მოუვიდოდა, რომ დევნილებისთვის დოლარში აღებული კრედიტები დაეფარა?
და კიდევ ერთი: ქალბატონო ელენე, თავისი შეცდომების თუ წარმატების მიუხედავად, დევნილთა უმრავლესობას გვჯერა, რომ მთავრობა გადაწყვეტილებას ჩვენს საზიანოდ არ მიიღებს და ამ ფიქრის საფუძველს სწორედ ის ყურადღება გვაძლევს, რაც, მადლობა ღმერთს, 22-წლიანი ლოდინის შემდეგ დევნილებს გვეღირსა.
თუ არ გახსოვთ იმასაც შეგახსენებთ, რომ თქვენი სააკაშვილის დროს, მთავრობა დევნილებით ჩასახლებულ შენობებს ფაქტიურად დევნილებიანად ჰყიდდა, ხოლო შემდეგ ამ თავშესაფრებიდან პოლიციის ძალით პირდაპირ ქუჩაში გვყრიდნენ პატარა ბავშვებით და ავადმყოფი მოხუცებით...
რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ თურმე „სამშობლოში დაბრუნების უფლებას გვართმევენ“...
ქალბატონო ელენე, დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ ახლაც ჩვენს სამშობლოში ვიმყოფებით, რომელსაც საქართველო ჰქვია და ჩვენი ყველას ოცნება, მშობლიურ კუთხეში დაბრუნებაა.
ან რა იცით თქვენ საერთოდ რას ნიშნავს სამშობლო... იქნებ იმას, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს თქვენი ნაპრეზიდენტალი „უსარგებლო ქვების გროვას“ რომ უწოდებდა?
და კიდევ: ჩვენთვის გასაგებია ქალბატონო ელენე, რომ თქვენი ქმედება სხვა არაფერი იყო, თუ არა დევნილთა ხმებზე ნადირობა, მაგრამ, მერწმუნეთ მსგავსი მცდელობები, თუნდაც სულ ქვების სროლაც რომ დაუწყოთ სააკაშვილს, მაინც წარუმატებელი იქნება.

პატივისცემით: იოსებ ბუკია
აფხაზეთიდან დევნილი


p.s. საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ დევნილთათვის დახმარებების გაცემის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით დეტალების განმარტებისთვის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაუკავშირდა.
როგორც სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიცხადეს, ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს და რამდენიმე ვერსია განიხილება, საიდანაც, საბოლოო ვარიანტი დევნილებთან, არასამთავრობო სექტორთან და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ შემუშავდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა