საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი არ ადასტურებს დღეს სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას
იმის შესახებ, თითქოს ქვეყნის პრეზიდენტი ცუდად გახდა და ის საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.
“პრეზიდენტის ჯანმრთელობას არანაირი პრობლემა არ შექმნია“- განაცხადა მინაშვილმა.
მისი თქმით, „ფეისბუქზე“ დადებული ინფორმაციები სანდო წყარო ვერ იქნება.
აღნიშნული ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც უარყოფენ.
მიხეილ სააკაშვილი დღეს რუსთავში იმყოფებოდა, სადაც მან საცურაო აუზი გახსნა.

















